Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)

მიმართულებები

ფირნიშები





მთავარი • ოტორინოლარინგოლოგია »
ოტორინოლარინგოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია ბეჭდვა E-mail

ექიმი – ოტოლარინგოლოგები სპეციალიზირებული არიან ოტოლარინგოლოგიული ორგანოების ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა ოტიტი, ფარინგიტი, რინიტი, ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება (ქრონიკული ტონზოლიტი) ჰაიმორიტის, ლარინგიტის მკურნალობა, გოგირდის საცობების ამოღება, გადაუდებელი –                         (აკლია ტექსტი)

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს, ბავშვთა ოტოლარინგოლოგები შეძლებენ დაავადების ადრეულ სტადიაში განსაზღვრას და მის დროულად აცილებას. ექიმთა სპეციალური მომზადება და თანამედროვე აღჭურვილობა უზრენველყოფს ისეთი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების მაღალ ხარისხს, როგორიცაა ტონალური ზღურბლის აუდიომეტრია (ჰაეროვანი), ყელ–ყურისა და ცხვირის ენდოსკოპიური გამოკვლევა, ჰაიმორული წიაღების (სინუსების) პუნქცია (ჩხვლეტა),ტონზილოტომია (ნუშურა ჯირყვლების ამოჭრა), გოგირდოვანი საცობების ამოღება.

ო ტ ი ტ ი

ოტიტი  არის ყურის ანთება, ყველაზე გავრცელებულია ორი ფორმა, გარეგანი ოტიტი და შუა ყურის ოტიტი.

გარეგანი ოტიტი წარმოიქმნება გარე სასმენი არხის ინფექციური დაზიანებისა და ანთების შედეგად. დაავადების ეს ფორმა შეიძლება იყოს შეზღუდული ან დიფუზური (განთხეული) ხასიათისაა. პირველ შემთხვევაში მიზეზს ჩვეულებრივ წარმოადგენს ინფექციის შეჭრა კანის ფიზიკური დაზიანების გამო დიფუზიური ოტიტი წარმოიქმნება როგორც შიგა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის გართულება ბაქტერიების კანქვეშ მოხვედრის შედეგად.

ხშირია შემთხვევები ალერგიული რეაქციების ნიადაგზე წარმოქმნილი ოტიტებისა.

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ექიმები ანსხვავებენ მწვავე ოტიტს და ქრონიკულ ოტიტს, საჭიროა გამოიყოს მწვავე შუა ოტიტი, რომელიც ორი ხასიათისაა: კატარალური და ჩირქოვანი, ყველაზე ხშირად ეს დაავადება წარმოიქმნება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისას (რინიტი, გრიპი და სხვ.) სასმენი მილის გავლით ინფექციების შეჭრის შედეგად.

ყურის ანთებას  შეიძლება თან სდევდეს ტემპერატურის აწევა, ძლიერი ტკივილი ყურში და სმენის დაქვეითება.

თუ თქვენ გამოგიჩნდათ მსგავსი სიმპტომები, აუცილებელია მიმართოთ ექიმ–ოტოლარინგოლოგს დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის. მსგავსი ნიშნები შეიძლება ახასათებდეს სხვა დაავადებებსაც, ამიტომ ოტიტის მკურნალობისას სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელა.

კლინიკა #საგიტარიუსის# ექიმებს აქვთ მოზარდებსა და ბავშვებში ოტიტების მკურნალობის მდიდარი გამოცდილება, ხოლო თანამედროვე აღჭურვილობისა და საკუთარი ლაბორატორიის წყალობით ჩვენს სპეციალისტებს აქვთ ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდიკის შემუშავების საშუალება.

ფარინგიტი

ფარინგიტი ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია (ხორხის ანთება).  ფარინგიტი შეიძლება წარმოიქმნას ძალიან ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას, ქიმიური ნივთიერებების ან სხვა გამღიზიანებლების ზემოქმედებისას. უფრო ხშირად გვხვდება ინფექციური ფარინგიტი, რომელიც ვითარდება მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებით ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებითი პროცესების ზეგავლენით.

დაავადების ხასიათის მიხედვით  ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფარინგიტს, მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია მშრალი ხველა, ყელის ტკივილი (ყლაპვისას), ჩირქისა და ლორწოს გამოყოფა, ხოლო ქრონიკულ ფარინგიტს აქვს ნაკლებად გამოკვეთილი სიმპტომები, მაგრამ გამწვავების მომენტებში ისინი არ განსხვავდებიან მწვავე ფორმისგან.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფარინგიტის მკურნალობას ბავშვებში, ამ დაავადების გართულება ხომ ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

ფარინგიტის სიმპტომები მსგავსია ხორხის სხვა დაავადებათა სიმპტომებისა, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია გაესინჯოს ექიმ–ოტოლარინგოლოგს.

რინიტი  (სურდო)

რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა ყოფა–ცხოვრებაში ამ დაავადებას ხშირად უწოდებენ სურდოს.

არსებობს სურდოს სამი სახეობა:

*

ინფექციური რინიტი

ვითარდება ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა მიკრობებით დაზიანების შედეგად.

–    ალერგიული რინიტი     

ორგანიზმის რეაქციაა ალერგენებზე

*

ნეიროვეგეტაციური რინიტი

ცივი ჰაერის, ძლიერი სუნის ან სხვა გარეგანი გამღიზიანებლის შემოქმედების შედეგად  წარმოქმნილი სურდო.

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით ანსხვავებენ ქრონიკულ რინიტს და მწვავე რინიტს. მწვავე რინიტთან შეხება ჰქონია პრაქტიკულად ყველა ადამიანს. იგი წარმოიქმნება სხეულის ცალკეული ნაწილების გადაცივების ან გაციების ინფექციებით ორგანიზმის დაზიანების შედეგად. ქრონიკული რინიტი – ეს დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელთათვის დამახასიათებელია ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ყნოსვის დაქვეითება და გამონადენები ცხვირიდან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ექიმები განასხვავებენ ქრონიკული სურდოს რამდენიმე სახეობას: ატროფიული რინიტი, კატარალური რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროპიული რინიტი, მედიკამენტოზური რინიტი, ალერგიული რინიტი, მთელი წლის ან სეზონური რინიტი.

წარმატებული მკურნალობის გარანტიას წარმოადგენს რინიტის დროული გამოვლენა და მისი სახეობის დადგენა. გართულებათა (ოტიტი, ჰაიმორიტი, ფარინგიტი და სხვ.) თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაესინჯოთ ექიმ–ოტოლარინგოლოგს და შემუშავდეს მკურნალობის პროგრამა.









ტონზილიტი  (ანგინა)

ტონზოლიტი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ხახის რგოლის ლიმფური წარმონაქმნების ანთებასთან. ექიმები ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს. მწვავე ტონზოლიტს უფრო ხშირად უწოდებენ ანგინას.

ყველაზე ხშირად ანგინა წარმოიქმნება ნუნურების (გლანდების) ინფექციური  დაზიანების შედეგად, ამ დროს დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, მკვეთრად გამოხატული სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება, ადრეულ ფაზაზე მოსალოდნელია სახის აბსცესები, ინფექციის გავრცელება გულმკერდის არეზე და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ხოლო დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება  წარმოიქმნას გართულებები რევმატიზმის ან  გლუმერულონეფრიტის სახით. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიათებს გამწვავება ორგანიზმის გადაცივების, ემოციური სტრესებისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენით. ყველაზე ხშირად ეს დაავადება წარმოიქმნება ანგინის შემდეგ და შეიძლება გამოვლინდეს ორი ფორმით: მარტივი და ტოქსიკურ–ალერგიული.

ქრონიკული ტონზილიტის მარტივი ფორმით დაავადებას ადამიანები ხშირად ვერც კი ამჩნევენ, დაავადება, პრაქტიკულად, არანაირად არ ვლინდება, თუმცა მას შეუძლია ტოქსიკურ–ალერგიულ ფორმაში გადასვლა ამ დროს ხდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიფიკაცია, რის შედეგადაც შესაძლებელია სხვა ორგანოების დაზიანება.

კრონიკული ტონზილიტის მკურნალობა ქირურგიულია, კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობა ძალზე სადავოა. ვერანაირი გამოვლება ვერ აღწევს მიზანს, ლაკონების შპრიცით გამორეცხვა თავდაპირველად აამებს ავადმყოფობას, მაგრამ ახდენს ლორწოვანას ტრავმირებას, რაც შემდგომში ართულებს სიტუაციას.

დაგეგმილი ოპერაციის სახეობა განისაზღვრება მხოლოდ პაციენტის ლაბორატორიულ– კლინიკური გამოკვლევისა და ექიმ–თერაპევტის კონსულტაციის შემდეგ. რევმატიზმის ნიშნებისა და ელექტროკარდიოგრამაში ცვლილებების გამორიცხვისას არჩეულ მეთოდს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ლაზერული ლოკუნოტომია. ოპერაციის არსი მდგომარეობს ლაზერის გამოყენებით ლაკუნის შევიწროებული ყელის აორთქლებაში, რის შედეგადაც აღსდგება მისი  დრენაჟი. ოპერაცია ძალზე  ფრთხილია, მაგრამ პაციენტის კომფორტულობისთვის ტარდება საერთო გაუტკივარების ქვეშ. რევმატიზმის ნიშნების არსებობისას მიზანშეწონილია მთლიანად ამოიჭრას ნუშურები,

რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოადგენენ სახიფათო ინფექციების რეზერვუარებს. ჩვენი კლინიკის სპეციალისტებს აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ტონზილიტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მდიდარი გამოცდილება. პროფესიული მომზადება, თანამედროვე აღჭურვილობა და საკუთარი ლაბორატორია ჩვენს ექიმებს აძლევს ზუსტი დიაგნოზის დასმისა და დაავადების მკურნალობის ეფექტური  ტაქტიკის შემუშავების საშეალებას.










ჰაიმორიტის მკურნალობა

ჰაიმორიტი– ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი გაცივების გამო წარმოქმნილი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად, როგორიცაა გრიპი, სურდო, მწვავე რესპირატორული ინფექცია და ა.შ. ასევე, ჰაიმორიტით დაავადებისკენ მიდრეკილება აქვთ გაღუნული ცხვირის ტიხარის ან ცხვირის ღრუს აგებულების თანდაყოლილი ანომალიების მქონე ადამიანებს. ხშირად ჰაიმორიტი წარმოიქმნება კბილის ფესვის არადროული მკურნალობის გამო, ასევე, ჰაიმორის წიაღში ჩირქოვანი ინფექციის მოხვედრის შემდეგ სისხლის სადინარების გავლით.

ჰაიმორიტის სიმპტომები თავიდან ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების მსგავსია (მაღალი ტემპერატურა, ცხვირის  გაჭექვა, მადის დარღვევა, სისუსტე), მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენს სპეციფიკური ნიშნები, როგორიცაა ტკივილი თვალებისა და ცხვირის ირგვლივ, ცხვირიდან იწყება ჩირქის გამოყოფა, მიშვებულ სტადიაში ჰაიმორიტს შეუძლია გამოიწვიოს ძვლის ანთება ან გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში. ამასთანავე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა, უფრო სერიოზულ დაავადებებთან, დიაგნოზის ზუსტად დადგენისათვის აუცილებელია გამოკვლევის გავლა ექიმ–ოტოლარინგოლოგთან, აუცილებლობის შემთხვევაში კი საჭიროა ჩატარდეს ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფიული და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ჰაიმორიტის მკურნალობის ყველაზე რადიკალური ხერხია ჰაიმორიტის წიაღის გახვრეტა (პუნქცია), ამ დროს  წიაღიდან ამოქაჩავენ დაგროვილ ჩირქს, რის შემდეგაც ხდება მისი ამორეცხვა და მედიკამენტოზური პრეპარატებით დამუშავება. ოპერაციის გარეშე ჰაიმორიტის მკურნალობა შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაში, ამ დროს ტარდება ამორეცხვა და ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.

ლარინგიტი

ლარინგიტი –ხორხის ანთებაა, დაავადების მიზეზს ჩვეულებრივ, წარმოადგენს გაციებით გამოწვეული დაავადებები, გრიპი, ქუნთრუშა, ყივანახველა. დაავადებას თან სდევს ყელის სიმშრალე, ყელში ღიტინი, ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს, ხმის კვანძების შესუსტება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსდევს ხმის სრული დაკარგვა, ხველა. ექიმები ანსხვავებენ ამ დაავადების ორ ტიპს: მწვავე  ლარინგიტი და ქრონიკული ლარინგიტი, მწვავე ლარინგიტი წარმოიქმნება არა მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებით პროცესებთან და დაავადებებთან ერთად, არამედ როგორც დამოუკიდებელი დაავადებაც, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ხდება ადგილობრივი გადაცივება ან ხმის ზომაზე მეტი გადატვირთვა.

გამეორებადი მწვავე ლარინგიტის შედეგი შეიძლება გახდეს ქრონიკული ლარინგიტი, რომლის დროსაც მწვავე ლარინგიტის ყველა სიმპტომი ღებულობს მუდმივ ხასიათს, გამწვავების პერიოდში კი ძლიერდება.

ლარინგიტი ბავშვებში შეიძლება გადაიზარდოს მწვავე ლარინგიტის განსაკუთრებულ ფორმაში. 6–8 წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლბა დაემუქროს ხორხის შევიწროვება მისი შეშუპების შედეგად, რაც იწვევს გაძნელებული სუნთქვის შეტევებს.

ლარინგიტის მკურნალობის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია ანთების გამომწვევ მიზეზებზე, ამიტომ დაავადების ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმ–ლარინგოლოგთან.

სურათებზე წარწერები პირდაპირ რუსულ ფურცელზეა მიწერილი

ყურის სნეულებანი

1.

შუა ოტიტი

შუა ოტიტი არის დაავადება, რომლის დროსაც წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ანთება შუა  ყურის ღრუში. ასეთი მდგომარეობის მიზეზს  წარმოადგენს ე.წ. ევსტაქის მილის– შუა ყურის ღრუს ცხვირის ღრუსთან შემაერთებელი წვრილი არხის გამავლობის დარღვევა.

ნორმალურ მდგომარეობაში ევსტაქის მილი ასრულებს დრენაჟის ფუნქციას – მისი მეშვეობით შუა ყურიდან ლორწო გაედინება ცხვირის ღრუში ხდება ატმოსფერული წნევის გათანაბრება. ევსტაქის მილის გამავლობა შეიძლება დარღვეული იქნეს ცხვირის ღრუში ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნის – ადენოიდის, პოლიპების, ახალი წარმონაქმნების გაჩენისას, ასევე, ცხვირის ლორწოვანი გარსის ნებისმიერი ანთებითი დაავადებისას (მწვავე და ქრონიკული).

თუ კი სასმელი მილის ბლოკადა გაგრძელდება, უარყოფითი წნევა ყურის ღრუს შიგნით იწვევს სისხლის პლაზმის გაჟონვას სისხლძარღვების კედლებში, ეს არაანთებითი სითხეა, ანუ ე.წ. ტრანსსუდატი, ყურის ღრუში მოხვედრილი ტრანსსუდატი კიდევ უფრო არღვევს ყურის აფსკისა და სასმენი ძვლების მოძრაობას, რასაც შედეგად მოსდევს სმენის უფრო მეტად დაქვეითება (ნორმის 30%–მდე).



ნახატი            ტრანსუდატი ყურის აფსკს მიღმა

ყურის ღრუ გავსებულია   3 –ით ნათლად

4

არის გამოკვეთილი სითხის დონე

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––      

თუ კი ეს მდგომარეობა პროვიცირებულია მწვავე რესპირატორული ინფექციით, ტრანსუდატი შეიძლება გახდეს მკვებავი გარემო პათოგენური მიკრობების განვითარებისათვის და გამოიწვიოს შუა ყურის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება – მწვავე შუა ოტიტი.

ეს დამაკმაყოფილებელია იმასთან, რომ ვირუსული რესპირატორული ინფექციები ახშობენ ადგილობრივი იმუნიტეტის აქტივობას და ნებისმიერ მწვავე ვირუსულ  ინფექციას ყოველთვის #დაედება# ხოლმე ბაქტერიალური ანთება.

გაიხსენეთ, როგორ მიმდინარეობს სურდო გაცივების დროს: ჯერ იწყება გამჭვირვალე სერიოზული გამონადენებით (რაც გამოწვეულია ვირუსზე რეაგირებით), შემდგომ  – ბლანტი, სქელი ჩირქოვან– ლორწოვანი ( რაც გამოწვეულია ბაქტერიალურ ინფექციაზე  რეაგირებით).





ენდოსკოპიური სურათი მწვავე შუა

ოტიტის დროს

დაგროვილ სქელ გამონადენს არ შეუძლია ჩაკეტილ ევსტაქის მილში გასვლა, იგი შიგნიდან აწვება ყურის აფსკს, რის შედეგადაც წარმოიშობა მტანჯველი ტკივილი ყურში, ხშირად პულსირებადი, მაღლდება სხეულის ტემპერატურა. აფსკი ჰიპერემირებულია (გაწითლებულია), ხშირად გამოიბერება გარეთ.

დიაგნოსტიკა

სმენადარღვეული პაციენტების კონსულტირების დროს აუცილებლად ტარდება ყურისა და ცხვირის ენდოსკოპიური გამოკვლევა. გარდა ამისა, მათ აგზავნიან სმენის ორგანოს აპარატული გამოკვლევების –აუდიომეტრიისა და იმპედანსომეტრიის ჩასატარებლად.

აუდიომეტრია – გამოკვლევაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად არის დაქვეითებული სმენა განსაზღვრული სიხშირეებისათვის. მეთოდი ნაკლებად გამოყენებულია 8–10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის. აქ პაციენტმაც თავად უნდა მისცეს ნიშანი ექიმ–მკვლევარს, როცა ყურსაცვამში გაიგონებს ბგერას, პატარა ბავშს კი შეიძლება ყურადღება დაეფანტოს ან სულაც ვერ მიხვდეს, თუ რას ითხოვენ მისგან.

იმპედანსომეტრია – ყურის აფსკის მოქნილობის გაზომვაა. ეს მეთოდი აბსოლუტურად ობიექტურია და არ არის დამოკიდებული ბავშვის რეაქციაზე, იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ზუსტად დადგინდეს – არის სითხე ყურის აფსკს მიღმა თუ არა.

მკურნალობა

შუა ყურის ყველანაირი დაავადების მკურნალობა ექიმმა უნდა გადაჭრას 3 ამოცანა:

1.

აღადგინოს დრენაჟი ევსტაქის მილის გავლით
2.

ინფექციასთან ბრძოლა
3.

ყურის აფსკის პერპორაციისას, აღადგინოს მისი მთლიანობა

ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ამ ამოცანების გადაჭრა ხდება ან მედიკამენტოზური ან ქირურგიული გზით. შესაბამისად, მოქმედებათა ალგორითმი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სპეციალისტთან პირისპირ კონსულტაციის დროს, აქ სასურველია გამოიჩინოთ ცხოვრებისეული სიბრძნე და არ მიჰყვეთ აფთიაქში დასმულ დიაგნოზსა და მკურნალობის სქემას.

ცხვირისა და მისი მიმდებარე წიაღების

ენდოსკოპიური ქირურგია

ქირურგიულ ოპერაციებს ჰაიმორიტებისა და ცხვირის მიმდებარე წიაღების სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში. ადრე დაზიანებულ წიაღთან მისაღწევად ხდებოდა პირის კანის ან ლორწოვანი გარსის გაკვეთა ზედა ყბის ღრძილის ზემოთ. მოგვიანებით გაჩნდა ინსტრუმენტები და სინათლის წყაროები, რომლებმაც ქირურგის საშუალება მისცა ცხვირის ღრუს შიგნით ოპერირებისა– ამასთან, ცხვირის მიმდებარე წიაღების დანახვა შეუძლებელი იყო და მრავალი მანიპულაციის ჩატარება მიმდინარეობდა თითქმის ბრმად, ხელის ცეცებით. ყველაფერი შეიცვალა, როცა სამედიცინო პრაქტიკაში შემოვიდა ენდოსკოპები.

 


Copyright © 2010
Created by: www.avaliani.com