Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)

მიმართულებები

ფირნიშები





მთავარიოფთალმოლოგია »დიგანოსტიკა და მკურნალობა • მკურნალობა და დიაგნოსტიკა
მკურნალობა და დიაგნოსტიკა ბეჭდვა E-mail

კლინიკა "საგიტარიუსი" ფლობს თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთ მეთოდებს, რომლებიც უნიკალურია ეფექტურობის თვალსაზრისით:
•  ახლომხედველობის, შორს მხედველობის, ასტიგმატიზმის, სიელმის მკურნალობა
•  კომპიუტერთან მუშაობისთვის განკუთვნილი სათვალეები
•  თვალის დაავადებები ბავშვებში
•  ბადურასა და მხედველობის ნერვის დაავადებათა მკურნალობა
•  ასაკობრივი მაკულოდისტროფიის მკურნალობა პრეპარატით "ვიზუდინი"
•  კატარაქტის მკურნალობა
•  ზოგიერთი ინტრაოკულარული ლინზები რომლებიც გამოიყენება კატარაქტის ოპერაციის დროს
•  ინტრაოკულარული ლინზა  
• ინტრაოკულარული ლინზა  
• დიაგნოსტიკა
• კონსერვატიული თერაპია
• საოპერაციოების ფოტოსურათები
• კლინიკის სპეციალისტები

კატარაქტის მკურნალობა


კატარაქტა – თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დანისვლა (გაბუნდოვანება). მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა და სიბრმავე დღეისათვის კატარაქტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები არ არსებობს. კატარაქტის მოცილების ერთ–ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლით შეცვლაში.

თანაედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ კატარაქტის მკურნალობის ძალზე მაღალ ეფექტურობას: მხედველობის თითქმის მთლიანად აღდგენით. გარდა ამისა, უკანასკნელი წარმოდგნები კატარაქტაზე უარყოფენ ადრე არსებულ მოსაზრებას, რომ ოპერაცია მიზანშეწონილია ჩატარდეს მხოლოდ კატარაქტის ე.წ. #მომწიფების# შემდეგ. ამჟამად დადგენილია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

ჩვენს კლინიკაში გამოყენებულია კატარაქტის უნაკერო ქირურგიის პროგრესული, უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც ხელოვნური ბროლის იმპლანტირება ხდება ზემცირე გაკვეთის მეშვეობით, კატარაქტის ექსტრაქცია ტარდება ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით, უთანამედროვესი ტექნიკის – ფირმა ALCON - ის (აშშ) ფაკოემულსიფიკაციის გამოყენებით.

ხელოვნური ბროლის სახით გამოიყენება აკრილის, ჰიდროგელის, სილიკონისგან დამზადებული, საუკეთესო მწარმოებლების მიერ გამოშვებული რბილი ინტრაოკუალური ლინზები: Acrysof («ALKON»),BAVSCH&LOMB,BENS-IOL (ATIKON) და სხვ.
ჩვენს კლინიკაში ტარდება უახლესი ფსევდოაკომოდაციური ლინზის ACRYSOF RESTOR  იმპლანტაცია. დღეის მდგომარეობით ეს ერთადერთი ინტრაოკულაციური ლინზაა, რომელიც თავისი უნიკალური თვისებების წყალობით უზრუნველყოფს კარგ ნებისმიერ მანძილზე, (სათვალე ოპერაციის შემდეგ საჭირო არ არის).

კატარაქტის ქირურგია – კლინიკის ძირითადი სპეციალიზაციაა, ოპერაციის შედეგად, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე წუთის განმავლობაში, მიიღწევა მაქსიმალურად დადებითი ეფექტი, ოპერაციის შემდეგ გართულებების პრაქტიკულად, მთლიანად აღმოფხვრით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლინიკა ფლობს კატარაქტის გლაუკომასთან ერთოდ მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს, ასვე, კატარაქტის სხვა დაავადებათა (ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიებეტი, სხვა დაავადებები) ფონზე.


გლაუკომის მკურნალობა

გლაუკომა – დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს თვალის შიგა წნევის  მუდმივი ან პერიოდული აწევა, რის შედეგადაც ხდება მხედველობის არის ტიპიური დეფექტების განვითარება, მხედველობის დაქვეითება და მხედველობის ნერვის ატროფია გლაუკომას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხედველობას, ამიტომ გლაუკომის მკურნალობის ეფექტურობა მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებულია მის დროულად დაწყებაზე.


კლინიკაში გლაუკომის მკურნალობისათვის ფართოდ გამოიყენება კონსერვატიული მეთოდები.
გლაუკომის დროს მხედველობის  სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისათვის კლინიკაში გამოიყენბა ფიზიოთერაპიული მთოდები: დაბალენერგეტიკული ლაზერული დასხივება, ელექტროსტიმულაცია, მაგნიტოთერაპია და სხვა. ჩვენების გათვალისწინებით ტარდება გლაუკომის ლაზერული მკურნალობა (ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა).

იმ შემთხჯვევაში, როცა გლაუკომა ემუქრება მხედველობის ნერვსა და ბადურაში დისტროფიული პროცესების განვითარებას, რაც იწვევს მხდველობის შეუქცევად დაკარგვას, გამოიყენება გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა.

კლინიკა წარმატებით იყენებს ლაზერულ კორექციასთან ერთად გლაუკომის არაშეღწევადი თერაპიის უახლეს მეთოდებს, რომლებმაც საუკეთესო რკომენდაციები მიიღეს და დანერგილია მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ ცენტრებში. ჩვენ ვიყენებთ უკიდურესად ფრთხილ მეთოდებს, რომლებიც პაციენტებისთვის ადვილად გადასატანია და იძლევიან ხარგრძლივ ეფექტს.

გლაუკომის ოპერაციის უსაფრთხოება მიიღწევა ისეთი თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, როგორიცაა: უახლესი საოპერაციო მიკროსკოპები, მიკროქირურგიული ინსტრუმენტები, ეფექტური პრეპარატები. ანესთეზიის თანამედროვე სახეობათა გამოყენება იძლევა ოპერაციების როგორც საერთო, ისე ადგილობრივი გაუტკივარების გზით ჩატარების საშუალებას.

დაავადების მიმდინარეობის იმ შემთხვევებში, როცა გამოკვეთილია დისტროფიული პროცესები, მხდველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად ტარდება სპეციალური კომპლექსური შემნარჩუნებელი თერაპია.
დაავადების განვითარების შესაძლებლობათა თავიდან აცილების მიზნით კლინიკა აწარმოებს დისპანსერულ ზედამხედველობას გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებზე.
ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია ყველანაირი სახის გლაუკომის მკურნალობაზე, მათ შორის კატარაქტასთან ერთად მიმდინარე გლაუკომაზე, ასევე, სხვა დაავადებათა ფონზე (ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.) მიმდინარე გლაუკომაზე.


გლაუკომის ოპერაცია

ძირითად მაჩვენებლებს ოპერაციის ჩატარებისთვის წარმოადგენს:
• თვალის შიგა წნევის მდგრადი და მნიშვნელოვანი ამაღლება მიუხედავად ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისა.
• მხედველობის არის პროგრესირებადი გაუარესება
კლინიკური მონაცემბის უარყოფითი დინამიკა (თვალის ფერადი გარსის, წინა კამერის კუთხის, მხედველობის ნერვის მდგომარეობა), ანუ გლაუკომატოზური პროცესის მიმდინარეობის არასტაბილური ხასიათი.
ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ძირითად ამოცანას წარმოადგნს აწეული თვალისშიგა წნევის დაწევა და ნორმალიზაცია, მხედველობის ნერვში სისხლის მიკროცირკულაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნა, მხედველობის ნერვის ბოჭკოების ჰიპოქსიის მოვლენებისა და შედეგების მოხსნა, კვების, სუნთქვისა და ქსოვილური ცვლის გაუმჯობესება მხედველობის ნერვში.

ამისათვის აუცილებელია, რომ გაიხსნას მხედველობის ნერვის კაპილარები, რომლებიც აწეული თვალის შიგა წნევის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ მოჭერილ მდგომარეობაში, გაუმჯობესდეს თვალის შიდა გარსების სისხლძარღვთა პერპუზია, შეიქმნას უთრო ხელსაყრელი პირობები მხდველობის ნერვში ნივთიერებათა ცვლისათვის. ეს მიიღწევა მხოლოდ თვალის ფარდობითი (პირობითი) ჰიპოტეზიის ხარჯზე, ამ დროს თვალის შიგა წნევა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს რისკის პროგნოზისათვის ახლო და შორეულ ოპერაციის– შემდგომ პერიოდში მხედველობის დაქვეითების ან მისი დაკარგვისათვის.

ანტიგლაუკომატოზური ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუ ოპერაციის შემდგომ შორეულ ვადებში (6 თვიდან 1 წლის შემდეგ) თვალის შიგა წნევის მიღწეული დონე მდგრადად დგას თვალის შიგა ნორმალური წნევის ქვედა ზღვარზე.

ღიაკუთხოვანი, შორსწასული ოპერირებული გლაუკომის დროს მხედველობის ფუნქციების, მათ შორის მხდველობის არის ხანგრძლივი სტაბილიზაცია შესაძლებელია მიღწეული იქნეს მხოლოდ თვალის ფართობითი ჰიპოტენზიის დროს. ამ დროს ჭეშმარიტი თვალის შიგა წნევის სიდჟიდე (Р0)  უნდა შეადგენდეს 7–12 მმ ვწყ სვ–ს, რაც, მაკლაკოვის მიხედვით, 10 გ–იანი ტვირთით შეადგენს 12–17 მმ. ვწყ სვ–ს. უკანასკნელ წლებში გამოიყენება პირველადი გლაუკომის ლაზერული მეთოდები. ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს იყენებენ გონიო–პუნქტურასა და  ტრაბეკულოსპაზისს (ტრაბეკულის გაჭიმვა), ვეისის მეთოდით ტრაბეკულოპლასტიკას არგონული ან ლალის ლაზერების გამოყენებით.


გლაუკომის მიზეზები

გლაუკომის განთივარბის ძირითადი მიზეზის – თვალის შიგნით წნევის ზრდისა და, საბოლოო ჯამში, მხედველობის ნერვის რღვევის გარდა, არსებობენ სხვა მიზეზებიც. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც თვალის შიგა წნევა ნორმალური აქვს, ერღვევა მხედველობის ნრვი ან ეკარგბა მხედველობა. ეს ის მდგომარეობაა, რომლებიც განეკუთვნება ნორმალურ ან დაბალწნევიან გლაუკომაპს. ზუსტად ასევე, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აწეული აქვს თვალის შიგა წნევა, არასოდეს უვითარდება გლაუკომა და არ ეკარგება მხედველობა (ეს იშვიათი შემთხვევებია, პაციენტი იმყოფება ოფთალმოლოგების დაჟინებული დაკვირვების ქვეშ). უეჭველია, რომ თვალის შიგა წნევის გარდა, არსებობენ გლაუკომის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების კვლევა გრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგიდგინეს გლაუკომა და არ ღებულობთ სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას, თქვენი მხედველობა თანდათანობით გაუარესდება მანამ, სანამ არ განვითარდება სრული სიბრმავე, გლაუკომით გამოწვეული დარღვევები შეუქცევადია.


თვალის წნევის გაზომვა (ტონომეტრია)
გლაუკომის შესაძლო ნიშნებისა და თვალის ნერვის დარღვევათა გამოსავლენად ექიმს შეუძლია გაზომოს თქვენი თვალის შიგა წნევა, ეს უმტკივნეულო ოპრაციაა, რომლის დროსაც თვალებში შეჰყავთ მაანესთეზირებელი წვეთები შემდეგ ექიმი რქოვანას ზედაპირზე ადებს სპეციალურ ინსტრუმენტს – ტონომეტრს, რომელიც აწვება რქოვანას, თითქოს ასწორებდეს მას. ასეთნაირად იზომება რქოვანას მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა. მეორე, მაგრამ რამდენადმე ნაკლებად ზუსტ პროცედურაში გამოიყენება ჰაერის ჭავლი: ექიმი  ზომავს ძალას, რომლითაც ნაკადი ასწორებს რქოვანას. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ემუქრება გლაუკომით დაავადება, მათ შორის 40 წელზე მეტი ასაკის პირებმა, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჰაერის ჭაპვლით ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ სასაზღვრო მაჩვენებლები, დაჟინებით უნდა მოითხოვოს განმეორებითი შემოწმება ტონომეტრის გამოყენებით.


გლაუკომის მწვავე შეტევა

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, თვალისშიგა წნევის მკვეთრი აწევა უკავშირდება თვალის ფერადი გარსის ფესვით თვალის წინა კამერის კუთხის ბლოკირებას. გლაუკომის შეტევის უშუალო მიზეზს ხშირად წარმოადგენს ემოციური აღზნება, გუგის გაფართოება (ხშირად, დიაგნოსტიკური მიზნებით), ასევე, მხედველობასთან დაკავშირებული სამუშაო ცუდი განათების პირობებში, ხანგრძლივი მუშაობა თავდახრილად, დიდი რაოდენობით სითხის ან აღმგზნები სამკურნალწამლო საშუალებების მიღება, გადაცივება, ზოგჯერ შეტევა იწყება რაიმე ხილული მიზეზხის გარეშეც.
გლაუკომის შეტევა თითქმის არასოდეს წარმოიქმნება ძილის დროს, უფრო ხშირად ვლინდება დღის მეორე ნახევარში, ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ იგი უკავშირდბოდეს ნერვულ–ფსიქიურ გადაღლას, ნერვული სისტემის აღზნებადობის ამაღლებას, ასევე, გუგის განათებულობის შემცირებას და გაფართოებას. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს თვალში, წარბზედა რკალში და თავის მთელ ნახევარში, მხედველობის დაბინდვას და ცისარტყელას ფერებიანი წრეების გაჩენას სინათლის წყოროსკენ გახედვისას, თვალის გასინჯვისას აღინიშნება სისხლძარღვების გაფართოება თვალის წინა ზედაპირზე, გუგის გაფართოება და მაღალი თვალისშიგა წნევა.
ტკივილები გამოკვეთილია, ირადიირებენ სამწვერა ნერვის გასწვრივ შუბლისა და ღაწვისკენ, წარმოიქმნება გულისრევა, ნელდება პულსი (მაჯისცემა), აღნიშნული ჩივილების წარმოქმნისას აუცილებელია გადაუდებლად მიმართოთ ოფთალმოლოგს ადეკვატური მკურნალობის დასანიშნავად.


თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობა
ანთებითი დაზიანებები  თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომლებიც იწვევენ დროებით შრომისუუნარობას, ზოგჯერ კი–მხედველობის დაკარგვასაც.
კლინიკის სპეციალიზებებიდან ერთ–ერთ უმთავრესს წარმოადგენს მხედველობის ორგანოს ანთებითი დაავადებების, თვალის ალერგიული დაავადებებისა და ქუთუთოების დერმატიტების მკურნალობა. კლინიკაში წარმატებით მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:
•    კონიუქტივიტები (ვირუსული, ალერგიული, დეგენერატიული).
•    კერატიტები
•    სკლერიტები
•    ბლეფარიტები (დემოდეკოზური, წყლულოვანი და სხვ.)
•    უვეიტები (ირიტები, ციკლიტები, ქორიოიდიტები)


თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობისათვის ხშირად აუცილებელია მხედველობის ისეთი დეფექტების კორექცია, როგორიცაა: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენს კლინიკაში ჩაგიტარდებათ ასეთი კორექცია.
დიაგნოსტიკა


არსებობს სერიოზული თვალის სნეულებანი, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მხედველობაზე ესენია: კატარაქტა, გლაუკომა, ბადურას აშრევება და რიგი ანთებითი და ინფექციური დაავადებებისა, ამ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის ან, ზოგჯერ, დაბრმავების თავიდან აცილების ძირითად საშუალებას.
კლინიკაში შეიძლება ზუსტი დიაგნოზის დასმისათვის საჭირო ყველანაირი გამოკვლევის ჩატარება.


მხედველობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა

•    მხედველობის სიმახვილის დადგენა (კომპიუტერული და სუბიექტური მეთოდებით)
•    თვალის კაკლის წინა მონაკვეთის გასინჯვა და მდგომარეობის განსაზღვრა
•    თვალისშიგა წნევის განსაზღვრა
•    თვალის ფსკერის გასინჯვა
•    კომპიუტერული კერატოტოპოგრაფია (რქოვანას გამოკვლევა ასტიგმატიზმისა და კერატოკონუსის ზუსტი დიაგნოსტიკისათვის)
•    ფლუორესცენციური ციფრული ანგიოგრაფია–თვალის ფსკერის კომპიუტერული დასურათება და ბადურას სისხლძარღვების გამოკვლევა ბადურას დაზიანების ზონების შერჩევითი მკურნალობისათვის (დიაბეტური რეტინოპათია, მაკულოდისტროფია და სხვ.)
•    ელექტროფიზიოლოგურ გამოკვლევათა კომპლექსი
•    ოპერაციისთვის მოსამზადებელი ყველანაირი ლაბორატორიული გამოკვლევები.

კლინიკის განკარგულებაშია კომპიუტერული პარიმეტრიის თვალის ულტრაბგერითი გამოკვლევის, თვალის ფსკერის ტოპოგრაფიის, ტონოგრაფიის, ფერადი მხედველობის განსაზღვრის, გონიოსკოპიის, სკიასკოპიის შესრულებისათვის აუცილებელი ყველა თანამედროვე საშუალება.
ასაკობრივი მაკულოდისტროფიის მკურნალობა
ასაკობრივი მაკულოდისტროფია, რომელიც 55 წელზე უფრო ასაკის ადამიანების სიბრმავის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, წარმოადგენს თვალის ბადურის დაავადებას, რომლის დროსაც ირღვევა ცენტრალური მხედველობა.

ამ დაავადების საწყის სტადიაზე პაციენტები მაშინათვე არ მიმართავენ ექიმს, რამდენადაც ბადურას ცენტრალური ზონის დისტროფიის სიმპტომები ნელა ვითარდება და ზოგჯერ შეიძლება კატარაქტის სიმპტომებადაც იყოს შენიღბული. მაკულოდისტროფიას საფუძვლად უდევს ცენტრალურ მხედველობაზე პასუხისმგებელი – ბადურის ცენტრალური ზონის სისხლძარღვების პათოლოგია და იშემია (კვების დარღვევა) , ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ცდილობს #შეებრძოლოს# დეფექტს და მოახდინოს სისხლძარღვთა უკმარისობის კომპენსირება ბადის სახით განლაგებული ახალი სისხლძარღვების–ნეოვასკულარული მემბრანის წარმოქმნით, რადგანაც ახლადწარმოქმნილი სისხლძარღვები ძალზე არასრულყოფილია, მყიფეა, რის გამოც ხშირად ხდება მათი გაწყვეტა და თვალში სისხლის ჩაქცევა. სისხლჩაქცევები შეიძლება გახდეს მხედველობის დარღვევის მიზეზი ან სულაც გამოიწვიოს სრული სიბრმავე.
დღეის  მდგომარეობით არსებობს ნეოვასკულარულ მემბრანასთან ბრძოლის ერთადერთი ფრთხილი ხერხი – მინისებურ სხეულში სხვადასხვა პრეპარატების შეყვანის მეთოდი (ავასტინი, მაგუკენი და სხვ.)
არასწორი სისხლძარღვები ცარიელდება და შეიწებება, სისხლჩაქცევები წყდება, მხედველობა შენარჩუნდება.
მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად.

 
Copyright © 2010
Created by: www.avaliani.com